четверг, 11 августа 2011 г.

გამოყენებითი ხელოვნება

ხალიჩა
როექტის სახელი : ხელით  შესრულებული ნაქარგობა მაჭახელას ხეობაში.
პროექტის მოკლე აღწერა :მოსწავლეები  გაეცნობიან  საქართველოს  იმ კუთხეებს , სადაც  ხელით  სრულდებოდა  ნაქარგობის  უნიკალური ნიმუშები, მოიძიებენ  ინფორმაციას  მაჭახელას  ხეობაში არსებული უძველესი ნამუშევრების  შესახებ,გაავლებენ პარალელს უძველეს და თანამედროვე ნაკეთობებს შორის,რა  ცვლილებები  განიცადა  ხელოვნების  ამ  სფერომ  უძველესი  დროიდან დღემდე.
სათვალის ჩანთა
შეისწავლიან ხელით  შესრულებული ნაქარგობა-ნაკეთობის (გობელენის,ფარდაგების,ხალიჩების და სხვა აქსესუარების)შექმნის ტექნოლოგიას.შექმნიან  სხვადასხვა  დიზაინისა  და  დანიშნულების აქსესუარებს.
მონაწილეთა ასაკი 7-9 კლასი.
ვადების ხანგრძლივობა  4თვე.
პროექტის შესაძლო აქტივობები  (მსვლელობები)კლასში მოსწავლეები გაიღრმავებენ ცოდნას ნაქარგობაზე მუშაობის უძველეს ტრადიციებზე,მისი გამოყენების მრავალფეროვნებაზე,უკეთ გაიცნობენ
საქართველოს კუთხეების თავისებურებებს.
ქარტული ორნამენტები
მოსალოდნელი შედეგები,პროდუქტი რაც შეიძლება შეიქმნას.შექმნიან  ფოტოალბომს;შეიქმნება  ვებ-გვერდი /ბლოგი,სადაც განთავსდება  ინფორმაცია. შექმნიან  ვიდეომასალას;მოაწყობენ ნამუშევრების პრეზენტაციებს, საქველმოქმედო  აქციებს, ესტუმრებიან მუზეუმებს, ადამიანებს ,რომლებიც  მუშაობენ  ნაქარგობაზე, მოეწყობა ექსკურსიები მეზობელ სოფლებში ,სადაც  მოიპოვება  ასეთი ნამუშევრები.
სარგებელი სხვებისთვის საქველმოქმედო  აქციაზე შემოსული თანხით დაეხმარებიან მზრუნველობამოკლებულ და მიუსაფარ თანატოლებს.
სამუშაო ენა-ქართული

საგნებთან,საგნობრივ ჯგუფებთან,ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი.ხელოვნება,ხატვა, ქართული,ისტორია.
,,წმინდა გიორგი"(ნაქარგი)

კვლევა-ძიების უნარის  განვითარებას,ინფორმაციის მოპოვებას,დამუშავებას,ისტ-ის  საშუალებების  გამოყენებას.
მოსწავლეები სხვა სკოლიდან.
ჩხუტუნეთის  საჯარო სკოლა;
ჩიქუნეთის   საჯარო  სკოლა;
აღმართის  საჯარო  სკოლა.
პროექტის  ხელმძღვანელი: ნ.ნაგერვაძე.
სურა
ხელმძღვანელის ელ-ფოსტა: natia.nagervadze@gmail.com

პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: natianagervadze.blogspot.com

 გაკვეთილის გეგმა:,,რეკლამა''

Комментариев нет:

Отправить комментарий